მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
        • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

        • 16.11.2021 10:29
        • ✅VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება, რომელიც ითვალისწინებდა კლასის დღიურის და ფოტო-დღიურების შექმნას.
        •  

          🔻მოსწავლეებმა შეისწავლეს დღიურის მახასიათებლები და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ნაწარმოები „პატარა ბიჭის დღიურები“ .

          🔻სწორედ აქედან გაჩნდა იდეა თვითონაც გამხდარიყვნენ დღიურის ავტორები და კომპლექსური დავალება შეესრულებინათ ამ თემაზე.

          🔷მოსწავლეებს დაგეგმილი აქტივობის პირველ ეტაპზე - უნდა მოეძიებინათ ბავშვობის ფოტო, 👉მეორე ეტაპზე უნდა გაეხსენებინათ სად, როდის გადაიღეს ეს ფოტო და რატომ არის მათთვის განსაკუთრებული, შემდეგ ჩაეწერათ დღიურის სახით. 🔷ბოლოს ეს ფოტოები და შესაბამისი ჩანაწერები განთავსდა ერთ დიდ ფორმატზე, მაგრამ ისე, რომ ფოტო და დღიური იყო ერთმანეთისგან დაშორებული.

          🔶ღონისძიების წარდგენას ესწრებოდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები, რომელთაც უნდა წაეკითხათ დღიური და ამოეცნოთ რომელ ფოტოს უკავშირდებოდა თითოეული ჩანაწერი.

          ✅მეორე პროდუქტი, რომელიც მერვე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს არის კლასის დღიური - მატიანე. აქ თითოეულმა მოსწავლემ აღწერა ის საინტერესო ამბები, რომლებიც ხდება სკოლაში ყოველდღიურად, თითოეულ გაკვეთილზე, თავისუფალ დროს და შესვენებებზე.

          📍დღიური ასევე გააფორმეს ილუსტრაციებით და გაუჩნდათ იდეა, რომ სემესტრის ბოლომდე გააგრძელებენ ჩანაწერების გაკეთებას. 📖

          პედაგოგი: ნათია სუბელიანი

        • უკან არტიკლების სიაში
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      შაბათი 20/12/2025
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად