• საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

      • სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

        სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, არდადეგების დრო და ხანგრძლივობა   განისაზღვრება   საქართველოს   კანონმდებლობით.

        1. 2024-2025 სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად  ყოფს ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით. XII კლასებისთვის 20 მაისს.

        2. 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღებია: 2024 წლის 16 სექტემბერი და 2025 წლის 13 ივნისი.  გამონაკლისს წარმოადგენს XII კლასი, რომელიც სწავლას ასრულებს 2025 წლის 20 მაისს.

        3. 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2024 წლის 27 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2025 წლის 14 იანვარს და მთავრდება 2025 წლის 13 ივნისს.

        4. საგაზაფხულო არდადეგები იწყება 8 მარტს და გრძელდება 14 მარტის ჩათვლით.

        5.  სააღდგომო არდადეგები იწყება 18 აპრილს  და გრძელდება 22 აპრილის   ჩათვლით.

        6. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები, ხოლო მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთისა. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

         

        უქმე   დღეები

         

        14.10.2024

         მცხეთობა

        1-2.01.2025

         ახალი წლის სადღესასწაულო დღეები

        07.01.2025

         შობის დღე

        03. 03.2025

         დედის დღე

         

        09.04.2025

         სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

         

        18-21.04.2025

         აღდგომის დღეები

        09.05.2025.

         ფაშიზმზე გამარჯვების დღე

         

        12.05.2025.

         ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

         

        26.05.2025.

         საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

         

         

        7.  სასწავლო დღე იყოფა ორ ეტაპად: ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგაკვეთილო პროცესი გრძელდება 9:30 სთ-დან  15:35 სთ-მდე; საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ 17:00 სთ-მდე  მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე, საშინაო და კომპლექსურ დავალებებზე, პრეზენტაციებსა  და სხვადასხვა აქტივობებზე. დავალების შესრულებაში მოსწავლეებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით,  ეხმარება საგნის მასწავლებლები, რომელებიც კონსულტაციას უწევენ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს.

        კლასის დამრიგებელი  17:00 სთ-მდე არის სკოლაში და მეთვალყურეობას უწევს მოსწავლეებს, სწორედ გაანაწილონ დრო და ხარისხიანად შეასრულონ  დავალებები.

        8. გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი .

        9. სკოლა  „ერუდიტში“ 2024-2025 სასწავლო წელს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ -20 მოსწავლით;