• დირექტორის წერილი

         

          სკოლა „ერუდიტი“ არსებობის 13  წელს  ითვლის, თითქოს, არ არის ბევრი ისტორიისთვის,  მაგრამ არცთუ ისე ცოტაა ერთი სკოლისთვის, რომელიც დაარსების დღიდან ღირსეულად იკავებს ადგილს  საგანმანათლებლო სივრცეში.

          სკოლის პრიორიტეტები არ იცვლება - თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ხარისხიანი სწავლება, ინოვაციური მიდგომები, ახლის ძიება, მოსწავლეზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიონალი, მაღალკვალიფიცირებული პედაგოგთა გუნდი, უსაფრთხო და ლაღი გარემო, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები. ეს სკოლის ფუნდამენტური ღირებულებებია!

          იმას, რომ სკოლა აგრძელებს თავის გზას და  მტკიცედ მიჰყვება თავიდანვე არჩეულ მისიას,  ადასტურებს ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით ჩარიცხვები ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში, მათი მიღწევებით სიამაყე და უამრავი მადლობის წერილი, თავად კურსდამთავრებულთა ნათელი და სუფთა მოგონებები მშობლიურ სკოლაზე.

          სკოლა“ ერუდიტის“ მასწავლებლების პროფესიონალთა გუნდი, ადმინისტრაცია, დამფუძნებლები მზად არიან მიიღონ ყოველგვარი ინოვაცია,  უპასუხონ ყველა გამოწვევას, აიღონ პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ხარისხიან განათლებასა და  ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდაზე.

          სკოლა „ერუდიტი“ ის ადგილია, სადაც  პროფესიონალიზმი, მომავლის რწმენა, ნდობა  და უსაზღვრო სიყვარული სუფევს, ეს კი ყოველგვარი საქმის წარმატების, დიდი საქმის - მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის  გარანტია!

        წარმატება და ბედნიერი მომავალი ჩვენს ახალგაზრდებს!

        სკოლა „ერუდიტის“ დირექტორი - ქეთევან ჯანუაშვილი