საშუალო საფეხური

      •  

        საშუალო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:

        • სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირებას;
        • მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას.
         

        X-XI-XII

        1

        9.30-10.15

        2

        10.25-11.10

        3

        11.15-12.00

        4

        12.15-13.00

        5

        13.05-13.50

        6

        13.55-14.40

        7

        14.50-15.35

        8

        15.40-16.25

        9

        16.30-17.00

         

        X-XII კლასის მოსწავლეები 15:00 სთ-დან 17:00სთ-მდე მუშაობენ საშინაო და კომპლექსურ დავალებებზე, პროექტებსა და პრეზენტაციებზე.

        კლასის დამრიგებელი  17:00 სთ-მდე არის სკოლაში და მეთვალყურეობას უწევს მოსწავლეებს, სწორედ გაანაწილონ დრო და ხარისხიანად შეასრულონ  დავალებები.Iრაარ

        საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლეებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით,  ეხმარება საგნის მასწავლებლები, რომელებიც კონსულტაციას უწევენ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ჩვენს მოსწავლეებს ვეხმარებით, პირობისეული ცოდნის გააქტიურებასა და მიღებული ცოდნის და უნარების ღირებულებების გააზრებაში--სად,რა ფორმით და რასთან კავშირში შეძლონ  მიღებული ცოდნის რეალიზება-გამოყენება.

        ჩვენთან ცნება „არცოდნა“ სირცხვილი არარის. მოსწავლეს ვუქმნით იმ სასწავლო გარემოს და განრიგს, რომლითაც ის ყოველგვარი ზედმეტი რეპეტიტორის გარეშე მოკლე ვადაში აღიდგენს თავის ცოდნას.მას ინდივიდუალურად ეხმარება კონკრეტული საგნის პედაგოგი.

        ჩვენს კურსდამთავრებულებს უკვე ბევრი წარმატებები აქვთ, ამას ადასტურებს ის მადლობის სიგელები და წერილები, რომელსაც ხშირად ვიღებთ, როგორც საქართველოს  წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე ევროპის და ამერიკის პრესტიჟული  უნივერსიტეტებიდან.

        მოსწავლის შეფასების სისტემა

         

        მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

         

        მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

        მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.

        1. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

        ა) მოსწავლის მიღწევის დიაგნოსტირება, აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი;

        ბ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

        გ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

        დ) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

        ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

         

           განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში

        1. შეფასება შეიძლება იყოს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
        2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
        3. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

         

        განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა

         

        განმავითარებელი

        განმსაზღვრელი

        მიზნები

         

        სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

        მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

        მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.

        ამოცანები

        ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;

        წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;

        მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;

        მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;

        ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;

        ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

        ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;

        ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

         

        ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

        წარმატების კრიტერიუმი

        განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.

        მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით

        შემფასებელი და შეფასების ფორმები

        მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..

        მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.

        მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

                   

        აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

        მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით:

         

         ქულები

        შეფასების დონეები

        შეფასების დონეების აღწერა

        10

        მაღალი

        მოსწავლე  საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს. 

        9

        8

        საბაზოზე მაღალი

        მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.

        7

        6

        საბაზო

        მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით. 

        5

        4

        3

        2

        1

        დაბალი

        მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია.

         

         

        შეფასება  საშუალო საფეხურზე

         

        1. X-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.
        2. X-XII კლასებში შემავალი საგნის მასწავლებელი ვალდებულია სემესტრში მინიმუმ ორჯერ თითოეულ მოსწავლეზე ელექტრონულ ჟურნალში მოახდინოს განმავითარებელი შეფასება.
        3. სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
        4. ესგ-ით გაუთვალისწინებელ დამატებით სავალდებულო საგნებში მოსწავლეთა შეფასება ხდება ჩათვლის სისტემით(ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა);

            

        მოსწავლის შეფასების კომპონენტები

        სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

        ა) მიმდინარე საშინაო დავალება;

        ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;

        გ) შემაჯამებელი დავალება.

        შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

        სასწავლო წლის დასაწყისსი საშუალო  საფეხურების თითოეული საგნისათვის განისაზღვრება სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

        მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს სკოლის მიერ დადგენილი და  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება.

        თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება სემესტრის განმავლობაში.

         

        თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.

         

        საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებაში 10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ქულის 10 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:  მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 40 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 27 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (27*10:40=6,75).

         

             

         

        განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

        ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

        ა) საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

        ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;

        გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.

        დ) საფეხურის ქულა – საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.

             

         

        ქულების გამოანგარიშების წესი

        1.საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

        ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;

        ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

        გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;

        დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

        ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

        1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

        ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;

        ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);

        გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება საგნის წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

        დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, შპს „ერუდიტმა“უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

        ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადმოსვლის გამო, შპს „ერუდიტში“ განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა.

        3. საფეხურის ქულის გამოანგარიშების წესი:

        ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;

        ბ) საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).

              

         

         

        კლასისა და საფეხურის დაძლევა

        1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში - სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში,  რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია, მათ შორის 24-ე მუხლით განსაზღვრულ სკოლებში.

        2. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი,რაც აძევს მას საშუალო განათლების ატესტატის აღების ულებას.

             

        გამოცდის ტიპები

        ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

        ა) სემესტრული გამოცდა;

        ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;

        გ) საშემოდგომო გამოცდა;

        დ) ექსტერნატის გამოცდა.

         

        სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში - მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში - სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

        მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

        გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

        პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

         

        წლიური გამოცდა

        2024-2025 სასწავლო წელს წლიური გამოცდა ინიშნება შემდეგ საგნებში:

        X კლასი - გეოგრაფია, ბიოლოგია;

        XI კლასი-მათემატიკა,ისტორია;

        სკოლა ვალდებულია წლიურ გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევით პასუხიანი ტესტების შეთავაზება.

        წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება  საგნის წლიურ ქულაზე, ამიტომ საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.

        სკოლა უზრუნველყოფს გამოცდების შედეგების შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების /ინფორმაციის მტკიცებულების სათანადო აღრიცხვას და შენახვას არანაკლებ 3-წლის ვადით.

         

        საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები.

        საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

        საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

        საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.

        საშემოდგომო გამოცდებს სკოლა ჩაატარებს წერილობით ტესტირების ფორმით, 2025 წლის 29 აგვისტოდან 07 სექტემბრის ჩათვლით. გამონაკლისის სახით, ობიექტური მიზეზის შემთხვევაში (მაგ. საზღვარგარეთ ყოფნა, ავადმყოფობა და სხვ.), საშემოდგომო გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2025 წლის 30 ივნისიდან.

        მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.

        თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე. რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით.  მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა რემედიაციის პროგრამის დაძლევისთვის.რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და უზრუნველყოფს რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევას.

        რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლა სთავაზობს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

         

         

        ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

        ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

        20. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.

         

         

        გაცდენები

        1. მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალში.

         2. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.

        3. თუ საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

         

         

        დიაგნოსტიკური წერები

        სკოლა წეელიწადში ორჯერ ნოემბრის თვეში და აპრილის თვეში ჩაატარებს დიაგნოსტიკურ წერებს; წერების შედეგების ანალიზი განსაზღვრავს  ვერიფიკაციას, თუ რამდენადაა შეფასების პროცესი  სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე და სამართლიანი, ხოლო შეფასების შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებები - ზუსტი.

         

         

        შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადა

         

        სკოლა უზრუნველყოფს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვასა და შენახვას არანაკლებ 3 წლის ვადით.