სკოლის ფილოსოფია

      •  

         

        სკოლის მისია - მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენით, გლობალურად მოაზროვნე თაობის აღზრდა.

         

        სკოლა “ერუდიტის” ხედვა --- ინოვაციის გზით, სრულყოფილებისკენ სვლით, დავიმკვიდროთ ადგილი საუკეთესო სკოლებს შორის, რითაც  იამაყებს სკოლის თითოეული  კურსდამთავრებული, რომელიც უსაფრთხო გარემოში შეძენილი უნარებითა და ცოდნით შეძლებს შექმნას ახალი ინტელექტუალური და მატერიალური ღირებულებები ქვეყნის საკეთილდღეოდ.

         

        ღირებულებები

        • მაღალი ხარისხის განათლება;

        • ინოვაციური მიდგომები;

        • პროფესიონალიზმი;

        • თანასწორობა;

        • პატრიოტიზმი;

        • შემოქმედებითობა;

        • ტოლერანტობა;

        • აკადემიური ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება და სრულყოფა.

         

        სკოლის საერთო კულტურა

        სკოლა „ერუდიტში“ სწავლისას, ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე, სიღრმისეული ცოდნა. ასევე, განუვითარდეს ისეთი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, როგორებიცაა: საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა, განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანის პატივისცემა, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, სხვისი უფლებების პატივისცემა, ტოლერანტობა, კონფლიქტების  პრევენცია და მოგვარება, დემოკრატიული პრინციპების  აღიარება  და სხვა.

        სკოლა “ერუდიტის” ხედვა მთავარი ორიენტირია არა მხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი. სკოლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სკოლაში დამკვიდრებული კეთილგანწყობილი, ხალისიანი ,უსაფრთხო ურთიერთობები ისეთ ფასეულობებს ეფუძნებოდეს, როგორებიცაა: თანამშრომლობა, ნდობა, ღია ურთიერთობები და სრულყოფისაკენ  მუდმივი  სწრაფვა.

        სკოლა „ერუდიტის“ პრიორიტეტები დაფუძნებუულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე და  იმ ფუნდამეტურ ღირებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს, სკოლის კონკრეტულ მისიასას ,ხედვას და ღირებულებებს. ესენია:

        • სახელმწიფოებრივად მოაზროვნე,პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

        • მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა;

        • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა;

        • საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;

        • თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ციფრული მოქალაქეობის უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

        •  ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა;

         

        სკოლის პრიორიტეტული თემებია:

        • ფინანსური წიგნიერება,

        • კულტურული მრავალფეროვნება,

        • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,

        • გარემოს დაცვა,

        • ჯანსაღი ცხოვრება,

        • კონფლიქტების მართვა.