საგნობრივი კათედრები

          •  

            სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელს  საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნა 5 საგნობრივი კათედრა. რომელთა შემადგენლობა და ფუნქციები აისახება როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში ასევე სკოლის მიერ შემუშავებულ და  სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებულ“საგნობრივი კათედრების ზოგად დებულებაში“. კათედრაზე გაერთიანებულია  საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.

            კათედრები თავის საქმიანობას წარმართავენ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, სასკოლო სასწავლო გეგმის, სკოლის შინაგანაწესის და საგნობრივი კათედრების ზოგადი დებულების საფუძველზე.

            “საგნობრივი კათედრების ზოგად დებულებას“ სკოლის დირექტორი, პედაგოგებს აცნობს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე. 

             

            საგნობრივი ჯგუფების ჩამონათვალი და აღწერა

             

            სასწავლო საგნებში გამოიყოფა რვა ძირითადი ჯგუფი:

            ა) სახელმწიფო ენა;

            ბ) მათემატიკა;  

            გ) უცხოური ენები;

            დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

            ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

            ვ) ტექნოლოგიები;

            ზ) ესთეტიკური აღზრდა;

            თ) სპორტი.

             

            2. საგნობრივი ჯგუფები, საგნობრივი კომპეტენციების მიხედვით, მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. 

            3. საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს. 

            4. საგნობრივ ჯგუფებში შემავალი საგნები ისწავლება სავალდებულო და/ან არჩევითი სახით სკოლაში სწავლების სამივე საფეხურზე.

            5. დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო  სპეციალიზებულად ისწავლება. დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს, სხვადასვა მასწავლებელი ასწავლის.       საგნობრივი ჯგუფები შეიცავს მსგავსი მიზნებისა და შესწავლის სფეროების მქონე საგნებს. თითოეული საგნობრივი ჯგუფი ისწავლება მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად. აზროვნების განვითარების კვალდაკვალ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო დაწვრილებით გაეცნონ და შეისწავლონ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ღრმად გაიაზრონ და აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

             

             

            • სახელმწიფო ენა - ქართული ენა და ლიტერატურა

             

             1. სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

            2. სახელმწიფო ენის შესწავლა მოზარდს  უვითარებს  ძირითადი საკომუნიკაციო უნარებს  (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 

             

             

            • მათემატიკა

             1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში).

             

            • უცხოური ენები
            1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

            ა) პირველი უცხოური ენა - ინგლისური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

            ბ) მეორე უცხოური ენა -რუსული ენა (II–XII კლასებში) ;

            გ) მესამე უცხოური ენა -გერმანული ენა (დამატებითი სავალდებული საგანი- V-IX კლასებში).

            1. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან.
            2. სკოლა მინიმუმ სამ უცხოურ ენას სთავაზობს მოსწავლეებს ასარჩევად. 
            3. უცხოური ენების სწავლება  მოსწავლეს უვითარებს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე სამ ენაზე კომუნიკაციის უნარს.

             

            • საზოგადოებრივი მეცნიერებები

             

            1.საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: 

            ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

            ბ) ჩვენი საქართველო  (ისწავლება V-VI  კლასებში);

            გ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია  (ისწავლება  VII -XII  კლასებში);

            დ) საქართველოს ისტორია (ისწავლება  IX –X კლასში);

            ე)  მსოფლიოს ისტორია (ისწავლება  X კლასებში);

            ვ) გეოგრაფია  (ისწავლება VII- VIII-X-XI კლასებში);

            ზ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

            თ) მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება (ისწავლება  VII- XII კლასებში);

             

            • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

             

            1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

            ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

            ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XI კლასებში);

            გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XI კლასებში);

            დ)  ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში). 

             

            • ტექნოლოგიები

             

            1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი კომპიუტერული ტექნოლოგიები. იგი ისწავლება დაწყებით საფეხურზე.

             

            • სპორტი

             

             სპორტის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ფიზიკური აღზრდა (ისწავლება I-VI კლასებში), ფიზიკური აღზრდა და სპორტი (VII- XII კლასები) 

             

            • ესთეტიკური აღზრდა
            1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: 

            ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-VIII კლასებში);

            ბ) მუსიკა (ისწავლება I-VIII კლასებში); 

             

            • ჭადრაკი (I-II-III კლასები) 

             

             

                                                                  საგნობრივი ჯგუფების სწავლების მიზნები

             

             

            #

            საგანობრივი ჯგუფი

            სწავლების მიზნები

            1.  

            სახელმწიფო ენა:

            მოსწავლეებს განუვითარდეთ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე. შეძლონ მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით  გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; მოხდეს ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; განუვითარდეთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა.

            ქართული ენა და ლიტერატურა;

            1.  

            მათემატიკა

            მოსწავლეებში შეძლონ ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება, რომლებიც მათ დაეხმარებათ ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.

            მათემატიკა;

            1.  

            უცხოური ენები:

            მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე, რათა წარმატებით შეძლონ სწავლის გაგრძელება ქართულ და უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

            ინგლისური ენის გამოყენებით გააცნობიერონ თანამედროვე ამერიკული სახელმწიფოს შექმნისა და განვითარების თავისებურებები. აღიქვან იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა და ზოგადი კანონზომიერებები. განაზოგადონ ისტორიული ფაქტები საქართველოსთან მიმართებაში.გაიზარონ სახელმწიფო მმართველობის სისტემის წარმატების მიზეზები. 

            პირველი უცხოური ენა - ინგლისური ენა;

            მეორე უცხოური ენა - რუსული ენა/გერმანული ენა

             

            მესამე უცხოური ენა-

            გერმანული/ფრანგული/რუსული

            1.  

            საზოგადოებრივი მეცნიერებები:

            ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას, რომელსაც ექნება ინფორმაცია არა მარტო მშობლიური გარემოს შესახებ და დაეხმარება მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; არამედჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ, ჰუმანურ და სამოქალაქო ღირებულებების მქონე ადამიანად, რომელიც შეძლებს სასკოლო სასწავლო გეგმითგანსაზღვრული უცხოური ენების საშუალებით საკუთარი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას მსოფლიოში.

            მოსწავლეს დაანახოს  ამერიკული დემოკრატიის თავისებურებები; განუვითაროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის პატივისცემა. სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებით განუვითაროს სამშობლოს სიყვარული. მოსწავლემ უნდა იცოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების პატივისცემას და რა ვალდებულებები აქვს თითოეულ მოქალაქეს საზოგადოების წინაშე; რა ღირებულებებია ამ საზოგადოებისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი; რა არის ზოგადსაკაცობრიო მათ შორის; რით ვგავართ ერთმანეთს და რით განვსხვავდებით; რა ძირითადი სოციალური ფენებისგან შედგება თანამედროვე ამერიკული საზოგადოება. 

            მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში; ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;

            ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;

            ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.

            ჩვენი საქართველო;

            ისტორია;

            მე და საზოგადოება

            გეოგრაფია;

            მოქალაქეობა

                

             

            1.  

            საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

            გააცნოს მოსწავლეს მეცნიერების საფუძვლები და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ. ბუნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება.

            ბუნებისმეტყველება

            ბიოლოგია;

            ფიზიკა;

            ქიმია;

            1.  

            ტექნოლოგიები:

            ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით. შეძლოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული უცხოური ენების გამოყენებით კონტაქტი დაამყაროს უცხოენოვან ადამიანებთან.

                

            1.  

            ესთეტიკური აღზრდა:

            განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დაეხმაროს მათ  ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და სასკოლო სასწავლო გეგმითგანსაზღვრული უცხოური ენების საშუალებით მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან  ზიარებაში.

            სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

            მუსიკა;

             

            ჭადრაკი

            ხელი შეუწყოს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა და ხასიათი/ნება/წრთობა.

             

            1.  

            სპორტი:

            ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფსიქო-ფიზიკური  განვითარებას,დაეხმაროს მას ჯანსაღი ცხოვრების წესის, მისი პირადი და სოციალური კეთილდღეობის   გაცნობიერებაში.

             

            ხელბურთი

            კალათბურთი

            სპორტული ცეკვები;

             

            საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას გამოყენებული სწავლის მეთოდები მორგებულია თითოეული მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფებისა და მთელი კლასის საჭიროებებზე,  რომელთა მეშვეობითაც სკოლა შეძლებს  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის უზრუნველყოფას.

            სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, საკითხების საფუძვლიანად განხილვას.