მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
        • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.

        • 18.11.2024 06:52
        • 🎉 სკოლა ,,ერუდიტში” დიდი ზეიმია!
          🥳 ყველასათვის (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის) საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
          🎈დაწყებითი კლასების (II, III, IV, V, VI) მოსწავლეებმა მწერლის წიგნებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟები (პეპი გრძელწინდა და კარლსონი) გააცოცხლეს.
          👦👧 მოაწყეს მხიარული ვარცხნილობებისა და ჩაცმულობის დღე.
          🥗🌮🍪 რადგანაც ასტრიდის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უყვარს უცნაური კერძების დამზადება, ჩვენმა მოსწავლეებმაც მოამზადეს ,,უცნაური კერძები”.
          🙇‍♀️🙇‍♂️ პეპის ძალიან მოსწონს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ,,საგანძურის პოვნის” აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მასწავლებლებმა მოუმზადეს დაშიფრული დავალებები, დამალეს სკოლის ტერიტორიაზე და მინიშნებებით მიაკვლიეს ,,საგანძურს”.
          🏃‍♂️🏃‍♀️ პეპის, აგრეთვე, ძალიან უყვარს თამაშების მოწყობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყეს "ჩემი ბავშვობის თამაში” (,,კლასობანა”).
          🎨 აქტივობა ,,ხელოვნება და ხელობა".
          ყველამ ვიცით პეპის მხატვრული ნიჭის შესახებ. ჩვენც მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, აღმოეჩინათ და გამოევლინათ ეს ნიჭი თავიანთ თავებში.
          📚 აღნიშნული აქტივობები ეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, მეტად შეიგრძნონ ასტრიდ ლინდგრენის საოცარი შემოქმედება, მასში ასახული ჯადოსნური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი თუ წარმოსახვის უნარები.
           
        • 👩‍🏫 მასწავლებლები: მარიამ კოტრიკაძე, ნათია ჯალაღონია, რიტა ჩაკვეტაძე, ნანა ხაჩიძე.

        • უკან არტიკლების სიაში
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      კვირა 22/06/2025
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად