
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია ხორციელდება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმში, ჩაერთო სკოლა “ერუდიტიც”.


წლევანდელი თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად”

აღნიშნულ თემაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მოქალაქეობის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხებით:

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე (25 ნოემბერი)-ისტორია, თარიღის მნიშვნელობა;

სტატისტიკა, პრობლემის იდენტიფიცირება- სად და რატომ არის დისბალანსი?

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს;

XXI საუკუნე -დღევანდელი სიტუაცია და ცვლილებები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით;

აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები;

შეხვედრა იყო ინტერაქტიული. წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც ჩაერთნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები;

მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლე ბარბარე ბოხაშვილი;
Xკლასის მოსწავლეები - ირინა ცქიტიშვილი და კესო ლეგაშვილი;

ილუსტრაციებზე იმუშავეს:Xკლასის მოსწავლე ნინი სიჭინავამ და IXკლასის მოსწავლე ელიზაბედ ძოწენიძემ;