მთავარი გვერდი
IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში
- 08.04.2022 12:59
IX კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შეასრულეს კომპლექსური დავალება,
რომლის მიზანი იყო მართკუთხედის ფორმის ფირფიტისაგან დაემზადებინათ მაქსიმალური მოცულობის საცავი.
მოსწავლეებმა ჩაწერეს ღია ყუთის მოცულობის გამოსათვლელი გამოსახულებები ცვლადების საშუალებით.
განსაზღვრეს რაზეა დამოკიდებული (ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობა) ყუთის მოცულობის მნიშვნელობა, აჩვენეს მიღებული გამოსახულების გამარტივება. მოცულობის და ზედაპირის ფართობის გამოთვლისას მიღებული მონაცემები წარმოადგინეს ცხრილის სახით.
მათ უკვე იციან როგორ ხდება სიტუაციის წარმოდგენა ცვლადების, სიმბოლოების, დიაგრამის ან შესაბამისი სტანდარტული მოდელების მეშვეობით, როგორ ხდება ცვლადის შესაბამისობა უცნობ სიდიდესთან და გამოსახულების ჩაწერა.
ვეხმაურებით მდგრადი განვითარების მე-8 მიზანს: "ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა" და მე-9 მიზანს "მრეწველობა, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა".
პედაგოგი: ირმა ლორია
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები
ანგარიშში შესვლა
ზარის დროები
ოთხშაბათი 14/05/2025კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად