მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      •   საგანმანათლებლო ღონისძიება სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით
        • საგანმანათლებლო ღონისძიება სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით

        • 10.10.2025 10:42
        • სკოლა „ერუდიტში“ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელენე ბახიამ და ისტორიის პედაგოგმა სანდრო ცუცქირიძემ მოსწავლეებს წარუდგინეს ინფორმაციული პრეზენტაციები.
          ახალგაზრდებმა მოისმინეს როგორც ისტორიული ფაქტები, ისე ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნიმუშები. მათ შორის იყო ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“, მურმან ლებანიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, აგრეთვე ესპანელი პოეტის ხუან ფრან ნუნიეს პარენიოს ლექსი აფხაზეთზე.
          ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ქვეყნისადმი სიყვარულის გაძლიერება.🇬🇪❤️🤍
        • უკან არტიკლების სიაში
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      ხუთშაბათი 16/07/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად