
სიკეთე მაშინ არის დიდი, როდესაც მასში მთელი საზოგადოება მონაწილეობს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლა „ერუდიტში“ განსაკუთრებული საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

სკოლის თვითმმართეველობის ინიციატივითა და ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში: შეგროვდა სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები.

ნობათი გადაეცათ ადგილობრივ ტაძრებს, საიდანაც პროდუქტები იმ ოჯახებს დაურიგდებათ,

ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც საერთო ღირებულებები აერთიანებს.