მთავარი გვერდი
სალექციო კურსი სახელწოდებით „სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობის ისტორიული გამოცდილებები“.
- 08.11.2021 08:31
- სკოლა ერუდიტში დაიწყო სალექციო კურსი სახელწოდებით „სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობის ისტორიული გამოცდილებები“.
ეძღვნება 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან ასი წლის თავს.
პირველ ეტაპზე სკოლის X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებმა ისაუბრეს და განიხილეს დემოკრატიის ათენური საწყისები და მისი ასახვა თანამედროვე სახელმწიფოთა სისტემებში, დაისვა კითხვები რას ნიშნავს დემოკრატია და როგორ განხორციელდება ის სამოქალაქო პროცესებში.
მოსწავლეებთან ერთად შედგა საუბარი რას ნიშნავს და როგორი სახელმწიფო სისტემაა ოლიგარქია, ოხლოკრატია, მონარქია.
პედაგოგებმა აუდიტორიას გააცნეს მათი საფუძვლები პირველი ფორმები ანტიკურ სამყაროში, ხოლო შემდგომ ერთობლივად გამოიკვეთა პარალელები და მიმართებები უახლეს ისტორიაში, როგორი გამოვლინებები, უპირატესობები და საფრთხეები ახლავს თან, გაიმართა აქტიური დისკუსია, მსჯელობა და გამოითქვა მრავალი განსხვავებული შეფასება, რამაც ცხადყო საკითხის აქტუალურობა და პრობლემის არსებობა სრულიად საზოგადოებაში.
საბოლოოდ დასასრულს აუდიტორიისაგან შეიქმნა ძლიერი ინტერესი და სალექციო კურსი შემდეგ კვირას გაგრძელდება იგივე შინაარსის ახალი საკითხებით.
პედაგოგები: ლაშა ომარაშვილი,აკაკი სტურუა
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები
ანგარიშში შესვლა
ზარის დროები
ოთხშაბათი 14/05/2025კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად