მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      • ლიტერატურული კონკურსი
        • ლიტერატურული კონკურსი

        • 10.11.2021 12:33
        • ✅ სკოლა „ერუდიტის“დირექციისა და სკოლის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, სკოლაში ტარდება კონკურსი:
                                           “ვწერ თავისუფალ თემას“
        •  

          📍გიზიარებთ კონკურსის დებულების შინაარსს.

          🔻კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

          1.კონკურსი ტარდება 2 ტურად და მასში მონაწილეობა შეუძლია ჩვენი სკოლის V-XI კლასების ყველა მოსწავლეს.

          პირველ ტურში მონაწილეთაგან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნაშრომებს ,რომელთა ავტორები გადავლენ მეორე ტურში.

          🔷კონკურსის პირობები:

          1.მონაწილეებს, როგორც პირველ , ისე მეორე ტურში, ეძლევათ 10 სათაური, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა. სათაური შეიძლება შეეხოს: ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ხელოვნებას. თხზულების დასაწერად გამოყოფილია დრო-2 საათი.

          🔶წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს ჟიური, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით:

          წარმოგიდგენთ თხზულებათა შეფასების კრიტერიუმებს:

          1)ზოგადი განათლების მაღალი დონე;

          2)ხედვის მრავალფეროვნება;

          3)ლოგიკური აზროვნება;

          4)წერის კულტურა და სტილი;

          5)თემის ორიგინალური გააზრება;

          6)თხზულების სტრუქტურა და შიდა ლოგიკური კავშირები

          7)მოულოდნელი რაკურსები

          8)რაციონალური პარალელები;

          📍კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული. განისაზღვრება პირველი, მეორე და მესამე ადგილები; ასევე სამი „გამორჩეული“(მეოთხე-მეექვსე ადგილები) და ოთხი „წარჩინებული“(მეშვიდე-მეათე ადგილები) მონაწილე.

          კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და დიპლომებით.

          კონკურსის საუკეთესო თხზულებას შეარჩევს ჟიური და განთავსდება სკოლის -- ვებ.გვერდზე.

          ✅8 ნოემბერს ჩატარდა კონკურსის პირველი ტური.

          კონკურსში მონაწილეობა მიიღო 32 მოსწავლემ.

          🔻პირველი ტურის შემდგომ ჟიურის მიერ შერჩეული 20 თემის ავტორი გადავიდა მომდევნო ტურში.

          წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს!

        • უკან არტიკლების სიაში
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      ოთხშაბათი 14/05/2025
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად