სიახლეები

    • “ თებერვლის გაკვეთილები”
      • “ თებერვლის გაკვეთილები”

      • 26.02.2025 08:48
      • “ თებერვლის გაკვეთილები”❄️📃
        📣სკოლა „ერუდიტში“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი „თებერვლის გაკვეთილები“ .
        📖ისტორიული მეხსიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცებცია უწყვეტობა და განგრძობადობაა.🇬🇪
        📌პროექტის მიზანია მოსწავლეებში საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გავრცელება; მომავალი თაობისთვის პატრიოტიზმის, თავისუფლების, თანასწორობის, დამოუკიდებლობის და სხვა დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლის მნიშვნელობის გააზრებაა.
        📌„თებერვლის გაკვეთილების“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებია:
        🖇️მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება- ისტორიის, სამოქალაქო განათლების და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საჯარო შეხვედრა (პრეზენტაციები) შემდეგ თემებზე:
        📎საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 1921 წლის ოკუპაცია. (ისტორიული მიმოხილვა/ დისკუსია)- პედაგოგი სანდრო ცუცქირიძე;
        📎საქართველოს პირველი კონსტიტუცია- კონსტიტუციის არსი, 1921 წლის კონსტიტუციის უნიკალურობა და პროგრესულობა📜 -პედაგოგი მარიამ ლომიძე;
        📎რეპრესირებული მწერლები📖🖋️- პედაგოგი ელენე ბახია;
        📎მოქალაქეობის გაკვეთილზე საქართველოს ეროვნული არქივის ელ. რესურსების გაცნობა, დოკუმენტური ვიდეო მასალის ჩვენება და დისკუსია;
        📎მოსწავლეთა პოსტერების გამოფენა;
      • უკან არტიკლების სიაში