
1-11 აპრილის ჩათვლით, სკოლა „ერუდიტის“ ხარისხის მართვის მენეჯერი, ირმა ლორია, ესწრებოდა ტრენინგს „IRT Tests Creators“. ტრენინგის მიზანი იყო თანამედროვე თეორიის (IRT) გამოყენებით, ეროვნული შეფასებების ფარგლებში დავალებების შექმნა.

ტრენინგს ხელმძღვანელობდა ამერიკელი განათლების ექსპერტი, ედუარდო კასკალარი (Eduardo Cascallar), რომელიც ცნობილია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე მუშაობით.

მონაწილეებმა შეისწავლეს:
როგორ შექმნან დავალებები, რომლებიც შეესაბამება სტატისტიკურ მოდელს,
როგორ დაიცვან ტესტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული თითოეული დავალების სირთულის და კოგნიტური დონის პარამეტრები,
როგორ უზრუნველყონ სანდო და ვალიდური შეფასება,
დავალების მახასიათებლების (3PL) საშუალებით: სირთულე (b), დისკრიმინაცია (a), გამოცნობა (c).