სიახლეები

    • სადამრიგებლო საათი თემაზე:  სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი
      • სადამრიგებლო საათი თემაზე: სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი

      • 19.05.2025 10:57
      • ⭐️ სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი
        🌸 ზოგჯერ გარემო გვავალდებულებს, რომ სულ ბედნიერები, მხიარულები და ლაღები ვიყოთ. სინამდვილეში კი, დღის მანძილზე უამრავ ემოციას ვგრძნობთ და ეს ბუნებრივია.
        📝 სადამრიგებლო საათზე II კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა: სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი.
        აქტივობის აღწერა:
        📌 გონებრივი იერიში - რა ემოციები გვაქვს ხოლმე ადამიანებს? თქვენ რა ემოციებს განიცდით სკოლაში დღის მანძილზე? რა ფერია თითოეული ემოცია?
        📌 მოსწავლეებმა იმსჯელეს ემოციების გამომწვევ მიზეზებში, გაიხსენეს როგორც თავიანთი გამოცდილება, ასევე გამოთქვეს ვარაუდებიც, მაგალითად, რამ შეიძლება გაგვაბრაზოს სკოლაში?
        🖇️ დაასახელეს ემოციები, რომელთაც ყველაზე ხშირად გრძნობენ სკოლაში;
        🖇️ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს.
        🖇️ ამ აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ:
        😡😬😺😻😥😣- შიში, ბრაზი, იმედგაცრუება, მოწყენილობა, სიხარული, ბედნიერება, შიმშილი - ყველა ემოცია მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ვგრძნობთ, რატომ ვგრძნობთ და როგორ შეიძლება ვიგრძოთ თავი სხვანაირად.
        💌 მოსწავლეებმა ამოჭრეს წიგნის სანიშნეები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს (რჩევები, როგორ გავაკონტროლოთ ემოციები).
        👆აქტივობა ეხმარება მასწავლებელსაც, მოსწავლეების ემოციების გაგებასა და მხარდაჭერაში.
         
      • 👩‍🏫 დამრიგებელი: მარიამ კოტრიკაძე

      • უკან არტიკლების სიაში