
მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე გამოწვევებს.

პრეზენტაციაში განხილული იყო ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შედარება სხვა კონტინენტებთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრათ ევროპის გლობალური მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის განხილვას – მისი ფუნქციების, მიზნებისა და უპირატესობების გაანალიზებას. მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და აქტიურად იმსჯელეს ორგანიზაციის გავლენაზე როგორც ევროპის შიგნით, ასევე გლობალურ დონეზე.

პროექტმა წვლილი შეიტანა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.