სიახლეები
IV კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში
- 01.04.2022 10:34
IV კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეასრულეს კომპლექსური დავალება - „ცისარტყელის წარმოქმნა“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამინდის ცვალებადობის და ატმოსფერული მოვლენების შესახებ,
აღნიშნული საკითხები დააკავშირეს ცისარტყელის წარმოქმნასთან.
მოსწავლეებმა შეძლეს პასუხების გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა - რატომ ჩნდება ცისარტყელა,
რა კავშირშია ცისარტყელას წარმოქმნა ამინდის ცვალებადობასთან?
რა არის ცისარტყელას წარმოქმნის ძირითადი მიზეზები და აქვს თუ არა მას ციკლური ხასიათი.
კომპლექსურ დავალებები წარმოდგენილი იყო კომიქსების სახით, რითაც მოსწავლეებმა ცოდნასთან ერთად შემოქმედებითი უნარებიც გამოავლინეს.
პედაგოგი: ალექსანდრე ფირუზაშვილი
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები