სიახლეები
დაწყებითი კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 29.03.2023 10:03
ვაგრძელებთ, მუსიკის გაკვეთილებზე, სხვადასხვა ჟანრის და ჟღერადობის საკრავი ინსტრუმენტების გაცნობას.
ამჯერად ტუჩის გარმონის ე.წ ჰარმონიკას ჟღერადობა და დაკვრის მახასიათებლები განიხილეს ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა, რიტმულად ააჟღერეს საკლასო ნივთები, შეუხამეს ჰარმონიკას სხვადასხვა ხმები და მათ გამოცდილებას, კიდევ ერთ ინსტრუმენტზე დაკვრაც შეემატა.
საკრავი ინსტრუმენტების მრავალფეროვნება, მათი ჟღერადობების მოსმენა და დაკვრა, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იმსჯელონ და გაარჩიონ შესწავლილი მუსიკალური ინსტრუმენტი ერთმანეთისგან და
განასხვავონ მასში შემავალი ინსტრუმენტების ხმები.
პედაგოგი: ნათია ჯალაღონია- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები