სიახლეები
გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში
- 19.10.2023 13:35
II, III და IV კლასის მოსწავლეების გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - ,,ქართული ანბანის საიდუმლო”, რაც გულისხმობდა სასკოლო პროგრამისთვის ადაპტირებულ სამუზეუმო ვორქ-შოპს.
მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ.
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ იაკობ გოგებაშვილის დედაენის და ანბანის ფერადი ნიმუშების დახმარებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ შეესწავლათ წერის საფუძვლები.
აგრეთვე, პროგრამა პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, - მოსწავლეებმა იმუშავეს მხატვრული მხედრული ასოების ნიმუშებზე. მიიღეს მონაწილეობა გონების სავარჯიშოში, სადაც მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები.
პედაგოგები - მარიამ კოტრიკაძე და ნათია ჯალაღონია.
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები