
სკოლის დირექციის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში იმართება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.

პირველი შეხვედრა გაიმართა 17 ნოემბერს,
2013 წლის სკოლის კურსდამთავრებულ
ხელოვნებათმცოდნე - ანა დედაბრიშვილთან.

შეხვედრაზე ანამ ისაუბრა თუ, როგორ უნდა დავგეგმოთ კარიერა, მოსწავლეებს მისცა საინტერესო და პრაქტიკული რჩევები, როგორ შევარჩიოთ პროფესია.

ასევე ისაუბრა, როგორ შეიძლება გააკეთო ტრანსფერი ერთი სფეროდან მეორეში როცა არ მოგწონთ სადაც ახლა ხარ.

მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.