• სკო​​​​​​​ლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს
      • სკო​​​​​​​ლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს

      • 12.03.2024 12:49
      • ✅სკოლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ასტრონომიული კალენდრის პასუხისმგებელ რედაქტორს ბატონ- შალვა საბაშვილს.
        📍ბატონმა შალვამ ისაუბრა ციურ სხეულებზე, როგორებიცაა მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ექსტრასოლარული პლანეტები , ასევე მეტეორებზე და კომეტებზე. 🪐💫⭐️
        🎓გვესაუბრა მათი შესწავლის მახასიათებლებზე, როგორებიცაა, სიმკვრივე, სინათლე, ტემპერატურა , ქიმიური შედგენილობა.
        📍მოსწავლეებმა დაინახეს კავშირი ასტროფიზიკასა და ბევრ დისციპლინას შორის მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, თერმოდინამიკის, კვანტური მექანიკის, ბირთვული და ატომური ფიზიკის ჩათვლით.
         
      • ✅ღონისძიებას ორგანიზება გაუწია,სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა ქალბატონმა: ირმა ლორიამ

      • უკან არტიკლების სიაში