VIII კლასის მოსწავლეები სტუმრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
- 15.11.2021 08:09
VIII კლასი მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ისტორიის პედაგოგების ინიციატივით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
მოსწავლეებისათვის საკლასო გარემოში მიღებული ინფორმაცია მუზეუმში უკეთ იქნა აღქმული.
ექსპონატებთან ინდივიდუალური კონტაქტისას გაიღრმავეს ცოდნა ეპოქებისა და მისი მახასიათებლების შესახებ. თვალსაჩინო და ნათელი გახდა წარსულში ჩამოყალიბებული კულტურათა ხელოვნება, სტილის შეგრძნება, სიმბოლოები და დამუშავების ტექნიკა, რითაც გამოირჩევა ცივილიზაციები ერთმანეთისაგან.
მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს შესწავლილი ფაქტობრივი მასალა და ინტერესით აფასებდნენ სამუზეუმო ექსპონატებს
პედაგოგები: თინათინ ივანიშვილი, აკაკი სტურუა
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები