• მშობელი - მასწავლებლის მოკავშირედ
      • მშობელი - მასწავლებლის მოკავშირედ

      • 08.04.2022 13:01
      • ✅სკოლის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ჩვეულ ტრადიციას და მშობლებთან თანამშრომლობის მიზნით, მათ აქტიურად ვრთავთ სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად. 🔻ისინი ერთად ემსახურებიან საერთო მიზანს - მოსწავლის ნიჭის გამოვლენის ხელშეწყობასა და წარმატებისკენ მიმართვას.
      •  

        📍სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლა "ერუდიტში" V, VI და VII კლასებისთვის ჩატარებული ლექცია თემაზე "რას ნიშნავს სოფლის მეურნეობა დღეს".

        🔻მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, თანამედროვე სამეურნეო დარგებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ ესაუბრა მე-5 კლასის მოსწავლის მშობელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის ექსპერტი, ქალბატონი თამარ სანიკიძე.

        🔷შეხვედრაზე სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა საქართველოს ტრადიციული და ახალი სამეურნეო დარგები, საინტერესო სიახლეები და ფაქტები ახალი შესაძლებლობების შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, აუდიტორია გაეცნო ჯანსაღი და არაჯანსაღი სურსათის მახასიათებლებს.

        🔶 ქალბატონმა თამარმა სკოლას გადასცა საინტერესო ლიტერატურა და სახალისო თამაშების ნაკრები.

        ✅სკოლა "ერუდიტი" დიდ მადლობას უხდის ჩართულობისთვის, თანამშრომლობის, საინტერესო ლექციისა და საჩუქრებისათვის ქალბატონ თამარს.

        ასევე გამოვეხმაურეთ მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს: "ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა"

      • უკან არტიკლების სიაში