VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 16.11.2021 10:29
VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება, რომელიც ითვალისწინებდა კლასის დღიურის და ფოტო-დღიურების შექმნას.
მოსწავლეებმა შეისწავლეს დღიურის მახასიათებლები და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ნაწარმოები „პატარა ბიჭის დღიურები“ .
სწორედ აქედან გაჩნდა იდეა თვითონაც გამხდარიყვნენ დღიურის ავტორები და კომპლექსური დავალება შეესრულებინათ ამ თემაზე.
მოსწავლეებს დაგეგმილი აქტივობის პირველ ეტაპზე - უნდა მოეძიებინათ ბავშვობის ფოტო,
მეორე ეტაპზე უნდა გაეხსენებინათ სად, როდის გადაიღეს ეს ფოტო და რატომ არის მათთვის განსაკუთრებული, შემდეგ ჩაეწერათ დღიურის სახით.
ბოლოს ეს ფოტოები და შესაბამისი ჩანაწერები განთავსდა ერთ დიდ ფორმატზე, მაგრამ ისე, რომ ფოტო და დღიური იყო ერთმანეთისგან დაშორებული.
ღონისძიების წარდგენას ესწრებოდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები, რომელთაც უნდა წაეკითხათ დღიური და ამოეცნოთ რომელ ფოტოს უკავშირდებოდა თითოეული ჩანაწერი.
მეორე პროდუქტი, რომელიც მერვე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს არის კლასის დღიური - მატიანე. აქ თითოეულმა მოსწავლემ აღწერა ის საინტერესო ამბები, რომლებიც ხდება სკოლაში ყოველდღიურად, თითოეულ გაკვეთილზე, თავისუფალ დროს და შესვენებებზე.
დღიური ასევე გააფორმეს ილუსტრაციებით და გაუჩნდათ იდეა, რომ სემესტრის ბოლომდე გააგრძელებენ ჩანაწერების გაკეთებას.
პედაგოგი: ნათია სუბელიანი
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები