
სკოლა ,,ერუდიტში” დიდი ზეიმია!

ყველასათვის (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის) საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.

დაწყებითი კლასების (II, III, IV, V, VI) მოსწავლეებმა მწერლის წიგნებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟები (პეპი გრძელწინდა და კარლსონი) გააცოცხლეს.


მოაწყეს მხიარული ვარცხნილობებისა და ჩაცმულობის დღე.



რადგანაც ასტრიდის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უყვარს უცნაური კერძების დამზადება, ჩვენმა მოსწავლეებმაც მოამზადეს ,,უცნაური კერძები”.


პეპის ძალიან მოსწონს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ,,საგანძურის პოვნის” აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მასწავლებლებმა მოუმზადეს დაშიფრული დავალებები, დამალეს სკოლის ტერიტორიაზე და მინიშნებებით მიაკვლიეს ,,საგანძურს”.


პეპის, აგრეთვე, ძალიან უყვარს თამაშების მოწყობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყეს "ჩემი ბავშვობის თამაში” (,,კლასობანა”).

აქტივობა ,,ხელოვნება და ხელობა".
ყველამ ვიცით პეპის მხატვრული ნიჭის შესახებ. ჩვენც მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, აღმოეჩინათ და გამოევლინათ ეს ნიჭი თავიანთ თავებში.

აღნიშნული აქტივობები ეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, მეტად შეიგრძნონ ასტრიდ ლინდგრენის საოცარი შემოქმედება, მასში ასახული ჯადოსნური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი თუ წარმოსახვის უნარები.