•  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია
      • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია

      • 02.12.2024 08:27
      • 📣25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია ხორციელდება ✊
        🔸გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმში, ჩაერთო სკოლა “ერუდიტიც”.
        ❌👩‍⚖️წლევანდელი თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად”
        🔸აღნიშნულ თემაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მოქალაქეობის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხებით:
        📌ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე (25 ნოემბერი)-ისტორია, თარიღის მნიშვნელობა;
        📌სტატისტიკა, პრობლემის იდენტიფიცირება- სად და რატომ არის დისბალანსი?
        📌ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს;
        📌XXI საუკუნე -დღევანდელი სიტუაცია და ცვლილებები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით;
        📌 აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები;
        🔸შეხვედრა იყო ინტერაქტიული. წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც ჩაერთნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები;
        🖇️მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლე ბარბარე ბოხაშვილი;
        Xკლასის მოსწავლეები - ირინა ცქიტიშვილი და კესო ლეგაშვილი;
        🖇️ილუსტრაციებზე იმუშავეს:Xკლასის მოსწავლე ნინი სიჭინავამ და IXკლასის მოსწავლე ელიზაბედ ძოწენიძემ;
         
      • 👩🏻‍🏫მასწავლებელი:მარიამ ლომიძე;

      • უკან არტიკლების სიაში