
თუ გინდათ, რომ გაკვეთილებს შორის, შესვენებაც ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გაიმეორეთ ის ,,ენერჯაიზერები”, რომელთაც III კლასის მოსწავლეები გიზიარებენ:

,,დიახ ან არა” - მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს, მოსწავლეები ,,დიახ” - ხელის აწევით, ,,არა” - ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.

მიზანი: მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

,,სიმართლე თუ ტყუილი” - თითოეული მოსწავლე ჰყვება საკუთარ თავზე ამბავს, დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, სიმართლეა თუ ტყუილი.

მიზანი: გუნდური ატმოსფეროსა და ურთიერთგაგების ამაღლება.

,,დაიჭირე ემოცია” - მასწავლებელი ამბობს ემოციას, რომელიც მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ.

მიზანი: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება.