IV კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ინგლისურ ენაში
- 02.02.2022 13:56
IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ოჯახის წევრების აღმნიშვნელი სახელები, იმუშავეს სიტყვების მართლწერასა და გამოთქმაზე, ზედსართავი სახელების გამოყენებით აღწერეს თავიანთი ოჯახი.
მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა ცოდნასთან ერთად გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები. შეძლეს ოჯახის წევრებისა და მათი მახასიათებლების წერილობით გადმოცემა, თხრობითი ტექსტის პირველადი ვარიანტის შედგენა.
ნამუშევრები გააფორმეს ილუსტრაციებით, გამოიყენეს შესწავლილი ლექსიკური მასალა.
ასევე განივითარეს ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები .
პედაგოგი: მალიკო მაღლაკელიძე
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები