VII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ისტორიაში
- 16.02.2022 08:36
VII კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგინეს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე "რომის რესპუბლიკა".
მოსწავლეებმა ჩაატარეს სიმულაციური კრება, სადაც რომის რესპუბლიკის ორ დაპირისპირებულ სოციალურ ფენას შორის გაიმართა მოლაპარაკებები.
გეგმის მიხედვით პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულებულიყო კომპრომისით.
მოსწავლეებმა დავალების შესასრულებლად შეისწავლეს რომის რესპუბლიკის მახასიათებლები, საზოგადოება და პრინციპები.
სიმულაციური კრება დასრულდა შეთანხმებით რითაც განიმუხტა კრიზისი.
მოსწავლეებმა სრულად გამოიყენეს ფაქტობრივი ცოდნა, გამოავლინეს მსჯელობისა და დებატებში იმპროვიზაციის უნარები.
პედაგოგი: აკაკი სტურუა
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები