• მე ვირჩევ თანასწორობას
      • მე ვირჩევ თანასწორობას

      • 04.10.2021 02:02
      • ✅ დაარსების დღიდან (2011) სკოლაერუდიტიუცვლელად მიჰყვება თავის მთავარ მისიას - აღზარდოს სრულყოფილი აკადემიური ცოდნით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობა. სწორედ ამიტომ დიდ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო განათლების სწავლებას. ჩვენ კარგად გვესმის ამ საგნის სწავლების მნიშვნელობა, რომელიც მოსწავლეს, ერთი მხრივ, თავისი ქვეყნის აქტიურ მოქალაქედ აქცევს, მეორე მხრივ კი მას გლობალური პროცესების ჯანსაღი ანალიზითვის და ჩართულობისთვის შესაბამის ცოდნასა და უნარებს შესძენს.
      •  

        🔸ამ მიზანს ემსახურება 2020-2021 სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ჩართვა პროექტშიერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტისძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარებაფარგლებში.

        🔸21 მაისს სკოლაერუდიტშისაგრანტო პროექტისმე ვირჩევ თანასწორობას მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვისდასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების გააზრება, დაწინაურება და დანერგვა საზოგადოებაში. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პოსტერების გამოფენა, რომლიც განთავსდება სკოლაში სპეციალურად მოწყობილმშვიდობის კუთხეში.

        IX-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები:

        🔹1. გლობალური მოქალაქე და მისი გამოწვევები თანამედროვე სამყაროში- მომხსენებელი: Xკლასის მოსწავლე მარიამ ჯუღელი.

        🔹2. ტოლერანტობის მნიშვნელობა 21- საუკუნეში -მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლეები ზურაბ ქუტაშვილი და ირაკლი კალანდაძე;

        🔹3. სიძულვილის ენის გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე-მომხსენებლები:X კლასის მოსწავლეები სალომე იახტნიშვილი და ნიკოლოზ კვერნაძე;

        🔹4. თანასწორობა ქართულ ლიტერატურაში- მომხსენებლები: X კლასის მოსწავლეები საბა გიქოშვილი და ლუკა სახვაძე;

        🔹5. ეთნოსები საქართველოში -მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლეები ლიზი ცერცვაძე და თემურ ბაირამოვი;

        🔹6. სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში-მომხსენებელი: X კლასის მოსწავლე ანასტასია ცხაკაია;

        🔹7. დისკრიმინაციის უარყოფითი გავლენა საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე-მომხსენებელი: IX კლასის მოსწავლე მარიამ მგალობლიშვილი.

        🔸 პოსტერების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები არიან :

        მოსწავლე მარიამ რობაქიძე (V კლასი); გიორგი ჯუღელი (VIII კლასი); , გიორგი მიქატაძე (VIII კლასი); ვიქტორია სარქისიანი (IX კლასი); თათუკა ხუციშვილი (X კლასი);

        პროექტში აქტიური ჩართულობისთვის და აქტუალურ თემებზე საინტერესოდ წარმოდგენილი აკადემიური ნამუშევრებისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

        🔸 სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს, სკოლაში პროექტის ხელმძღვანელებს მარიამ ლომიძეს და თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ლიკა კობახიძეს. და რა თქმა უნდა, მადლობა პროექტში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს ნაყოფიერი, საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

        ✅ განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ დღეს, როდესაც მთელი სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება წარმოქმნილ პრობლემაზე და ხელშეწყობა ახალგაზრდა თაობისა, რომ უმტკივნეულოდ შეძლოს დაძლევა ამ უკიდურესად მძიმე პროცესებისა, შენელებული აქტივობებისა და დაბრკოლებებისა, სკოლაერუდიტისპედაგოგი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ ლომიძე თავის ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თავის პედაგოგიურ და საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობას და მოსწავლეებს ასწავლის არა მხოლოდ საგნის სიყვარულს, არამედ თავიანთი ქვეყნის ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პრინციპულობას და თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეობას.

        ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მაღალ აკადემიურ ცოდნას, ურთიერთსიყვარულს, ტოლერანტობას, თანასწორობას, თავისუფალი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ნაზიარები ახალგაზრდა თაობა შექმნის ბედნიერ მომავალს, მხოლოდ ასეთი თაობა გახდის სამყაროს უკეთესს!

         

      • უკან არტიკლების სიაში