მოსწავლეთა მიღება სკოლა ერუდიტში გრძელდება...
- 22.06.2022 10:49
თუ ვაკე-საბურთალოს რაიონში ეძებთ სკოლას,
სადაც თქვენი შვილები სიხარულით ივლიან,
სადაც სწავლების პროცესი სახალისოა,
სადაც ახალგაზრდა თაობა თავს ისე გრძნობს, როგორც ერთ დიდ ბედნიერ ოჯახში და სადაც მიღებული განათლება წარმატებული მომავლის გარანტიაა,
აუცილებლად ეწვიეთ სკოლა „ერუდიტს“!
„ერუდიტში“ მოსწავლეთა რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისთვის გრძელდება!
ვიწვევთ მოსწავლეებს I-XII კლასებში.
თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით ზრუნავს მოსწავლეებს მისცეს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული განათლება.
„ერუდიტი“გთავაზობთ დაცულ, ჯანსაღ,უსაფრთხო, ლაღ, მშვიდ და სუფთა გარემოს, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს და საინტერესო აქტივობებს.
სკოლის ავტორიტეტის და წარმატების უტყუარი მაჩვენებელია არა მხოლოდ ის, რომ 2022 წელს სკოლამ კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, არამედ მთავარი - ჩვენი მოსწავლეების აკადემიურობისა და მაღალი სოციალური აქტივობების დამადასტურებელი,
დამსახურებული დიპლომები,სიგელები, სხვადასხვა სამეცნიერო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში (მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებში),
ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებული ჩარიცხვები,გრანტები და მათი შემდგომი საქმიანობა საქართველოს და საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.
დაარსების დღიდან (2011წ) სკოლა „ერუდიტი“ უცვლელად მიჰყვება თავის მთავარ მისიას - აღზარდოს სრულყოფილი აკადემიური ცოდნით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობა.
სწორედ ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო განათლების სწავლებას, რომელიც მოსწავლეს, ერთი მხრივ, თავისი ქვეყნის აქტიურ მოქალაქედ აქცევს, მეორე მხრივ კი მას გლობალური პროცესების ჯანსაღი ანალიზითვის და ჩართულობისთვის შესაბამის ცოდნასა და უნარებს სძენს.
თითოეულ მოსწავლეს ექნება თანაბრი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე განათლება და შეიძინოს ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებიც დაეხმარება ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.
„ერუდიტში“სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:00დან 17:00 საათამდე.
დღის განრიგი იყოფა ორ ნაწილად: საგაკვეთილო დრო და დამოუკიდებელი / ინდივიდუალური (პედაგოგების მეთვალყურეობით) მუშაობა.
სკოლაში მსურველთა მიღება შესაძლებელია ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11სთ-დან 16 საათამდე.
მზად ვართ, თქვენს ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ და დეტალებზე გაგესაუბროთ ინდივიდუალურად!.
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები