#ჩვენერთადვკითხულობთ
- 19.10.2022 10:51
პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათის გაკვეთილზე ცნობილი და საინტერესო მითები წაიკითხეს.
მოკლედ და გასაგები ენით დაწერილი, ილუსტრაციებით გაფორმებული მითოსური ამბები მათ საყვარელ საკითხავ წიგნად იქცა.
მოსწავლეებმა შეაფასეს პერსონაჟები , ისაუბრეს მათ საქციელზე, იმსჯელეს სიკეთისა და ბოროტების მარადიულ თემებზე, შექმნეს მრავალფეროვანი პოსტერები.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული „კითხვის საათი“ სწორედ ამ უნარებზეა გათვლილი - იმსჯელონ, იფიქრონ, შეაფასონ, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება და დაიჯერონ, რომ მხატვრული ლიტერატურა, როგორც ზოგადად ხელოვნება, შემეცნებისა და დაუსრულებელი სიამოვნების წყაროა.
პედაგოგი: რიტა ჩაკვეტაძე
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები