• V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
      • V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

      • 01.11.2022 08:13
      • ✅V კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები. 📚📖
      • ✔️განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის შრომისმოყვარეობით და თავმდაბლობით გამორჩეული პერსონაჟი ეთერი მოთხრობიდან ,,ეთერი".

        🟢მოსწავლეები დაემგზავრნენ ეთერს სკოლისკენ მიმავალ გზაზე, შევიდნენ სკოლაში მასთან ერთად, სკოლის კედლებზე ნახეს ქართველი მწერლების სურათები. 📍აქ გაჩნდა პროექტის იდეა, მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოეძიათ და შეესწავლათ ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები და შემოქმედება.

        🔴 პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ ტექსტზე მუშაობა. ✏️ამოიცნონ ტექსტის მთავარი აზრი, საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეძლონ წაკითხულის თხრობა, 📖შეაჯამონ ნასწავლი მასალა და პრეზენტაციის სახით წარუდგინონ თანაკლასელებს.

        პედაგოგი: მანანა მიქიაშვილი

         

      • უკან არტიკლების სიაში