VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება საგან მოქალაქეობაში
- 15.12.2022 10:48
- VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე“არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი როლი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
პრეზენტაციისას ისაუბრეს :
არასამთავრობო ორგანიზაციების არსზე და საქმიანობის ძირითად ტიპებზე („მოდარაჯე“ანალიტიკური, საზოგადოების გამაძლიერებელი, მომსახურების მიმწოდებელი);
გამოკვეთეს, რა სახის საერთო საჭიროებებს და პრობლემებს პასუხობენ და რა შედეგები აქვს მათ საქმიანობას;
როგორ უწყობს დემოკრატიის განვითარებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და დემოკრატიის რომელი პრინციპები ძლიერდება სამოქალაქო სექტორის ჩართულობით .
საინტერესოდ ისაუბრეს და პარალელი გაავლეს XIX საუკუნის საქართველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის მნიშველობაზე. საზოგადოების მისიაზე, რომელმაც შეინარჩუნა და გაავრცელა მშობლიური ენა, გააღვივა ეროვნული სულისკვეთება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაააქტიურა ქალთა როლი.
პედაგოგი:მარიამ ლომიძე
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები