• ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და  ხელოვნებაში
      • ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში

      • 25.01.2023 13:11
      • ✅ინგლისური ენისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ინიციატივით

        დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი.

      • 📌ინგლისური ენის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალა ,,PANCAKE RAP'' სახალისო აქტივობების დახმარებით შეისწავლეს. 🥞🧇🥛☕️

        📍ხელოვნების გაკვეთილზე თავადვე დაამზადეს მზარეულის ქუდები, მოირგეს წინსაფრები და სიტყვების შეჯიბრში ჩაერთნენ. 🟣თავდაპირველად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების და ინგრედიენტების ინგლისური შესატყვისები გამოიცნეს. 🔵შემდეგ, სიტყვების წაკითხვა-წარმოთქმაზე იმუშავეს და ბოლოს, ბლინების მზადების სიმღერაც შეასრულეს. 🎼

        ✅მოცემული ტიპის აქტივობები მოსწავლეებს ახალი სიტყვების აღქმა-გააზრებაში ეხმარება. ხალისიანი გაკვეთილები, ბედნიერი სახეები, თამაშებით და სიმღერებით ათვისებული მასალა ენის შესწავლის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

        პედაგოგი: ნათია ჯალაღონია

      • უკან არტიკლების სიაში