საჯარო შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიულ სახელმწიფოში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი“.
- 24.03.2023 12:59
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით, მემორანდუმის ფარგლებში სკოლა „ერუდიტს“, ესტუმრა საჯარო მმართველობის განვითარების ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე/ტრენერი გიორგი ედიშერაშვილი და პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორანტი ნინო შუკვანი.
გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიულ სახელმწიფოში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი“.
შეხვედრა იყო ინტერაქციული, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების, საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე დემოკრატიულ სახელმწიფოში.
ასევე, სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია მოხალისეობის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
მადლობა Giorgi EdisherashviliMariam Lomidze Nino Shukvani- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები