X კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე გაეცნენ წრფივი დაპროგრამების პრინციპს
- 24.03.2023 14:55
X კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე გაეცნენ წრფივი დაპროგრამების პრინციპს.
პრინციპის განხორციელება გეომეტრიული თვალსაჩინოებით”desmos” პროგრამის გამოყენებით მიმდინარეობდა.
გაკვეთილზე განიხილეს პრაქტიკული ამოცანები, რომელიც მიიყვანება ცვლადის მიმართ წრფივი გამოსახულებების მაქსიმუმსა ან მინიმუმის პოვნაზე, როცა ცვლადის მნიშვნელობები „შეზღუდვების“ პირობებს აკმაყოფილებს, ეს პირობები კი წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემით არის წარმოდგენილი.
მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ საძიებელი მაქსიმუმი ან მინიმუმი აუცილებლად ფიგურის რომელიმე წვეროში მიიღწევა.
პედაგოგი: ირმა ლორია- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები