VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 05.04.2023 09:57
ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ხახუნის გაძლიერება ან საზიანო ხახუნის შემცირება რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ ხახუნის ძალის სხვადასხვა პარამეტრებზე დამოკიდებულება.
VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე დაიყვნენ ჯგუფებად და ექსპერიმენტით დაადგინეს რომ ჰორიზონტალურ ზედაპირზე სრიალის ხახუნის ძალა სიმძიმის ძალის პირდაპირ პროპორციულია,
დამოკიდებულია შემხები ზედაპირების დამუშავების ხარისხზე და
არ არის დამოკიდებული ზედაპირებთან შეხების ფართობზე.
ასე მივიდნენ მოსწავლეები მკვიდრ წარმოდგენებამდე, რომელსაც ყოველდღიურ ყოფაში გამოიყენებენ.
პედაგოგი: ირმა ლორია- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები