V კლასის მოსწავლეების როლური თამაში ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 01.05.2023 12:45
V კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს სეზონურ ვირუსთან და ავადობასთან დაკავშირებული სიტყვები.
საგაკვეთილო მასალის კარგად შესასწავლად და პრაქტიკაში სწორად გამოსაყენებლად, ჩაერთნენ როლურ თამაშში.
მოსწავლეები მონაცვლეობით, სხვადასხვა სიმპტომების და სიტუაციების განხილვით ირგებდნენ ექიმის და პაციენტების როლებს.
მოცემული ტიპის აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ სასაუბრო და საკომუნიკაციო უნარები უცხო ენაზე, ასევე, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
პედაგოგი: ნათია ჯალაღონია- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები