• ისტორიის გაკვეთილი VII კლასში
      • ისტორიის გაკვეთილი VII კლასში

      • 27.10.2021 04:59
      • ✅VII კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე შეისწავლეს პირველყოფილი საზოგადოება და მისი მახასიათებლები. 📍განიხილეს როგორ და რა პირობებში მიმდინარეობდა განვითარება, რისი დახმარებითაც შექმნეს ტომის სიმულაციური კრება, მათ შეარჩიეს საქართველოს კუთხეები და აღწერეს გარემო.

      • გამართეს მსჯელობა რომელი მათგანი შეეფერებოდა გვაროვნული და ტომობრივი საზოგადოების შესაძლებლობებს ნეოლითის ხანის დასასრულს.

        📌მსჯელობის ვიზუალიზაციისთვის შექმნეს ბანერები პიქტოგრაფიული ნახატებით, ასევე ძირითადი თეზისები. შეიკრა პრეისტორიული ხანის სრული სურათი, რითაც მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხში ორიენტირებისათვის სრულფასოვანი ცოდნა. 📖

        პედაგოგი: აკაკი სტურუა

      • უკან არტიკლების სიაში