VII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია საგან მოქალაქეობაში
- 30.05.2023 13:32
VII კლასის მოსწავლეებმა საგან მოქალაქეობის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაციები აქტუალურ თემაზე: „რა არის ადიქცია ანუ მიჯაჭვულობა?“
ნამუშევრებში აქცენტი გააკეთეს საკვანძო კითხვებზე:
რატომ არის კონკრეტული ადიქციური ქცევა მთელი საზოგადოების პრობლემა?
რატომ და როგორ გადაიქცევა სხვადასხვა ქმედება ადიქციურ ქცევად?
როგორ ვთქვა „არა“ არასასურველ შემოთავაზებაზე?
მოსწავლეებმა შეარჩიეს საკვლევი თემა, ჩამოაყალიბეს მიზანი, გამოიყენეს კონკრეტული კვლევის მეთოდი და შეგროვილი მონაცემების ანალიზი გამოიყენეს საკუთარ პრეზენტაციებში.
პედაგოგი: მარიამ ლომიძე- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები