IX კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 16.10.2023 09:08
IX კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი".
ნაწარმოების უკეთ გააზრებისა და მათში სამშობლოს სიყვარულის გაღვივების მიზნით მოვაწყვეთ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმ "ფესვების" ჩვენება.
ნანახმა ფილმმა მეცხრე კლასელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მოსწავლეებს დაევალათ მოამზადონ პრეზენტაცია, გამოკვეთონ საკვანძო საკითხი, გაამახვილონ ყურადღება მთავარზე, შეადარონ კინოვერსია ნაწარმოებს და წარდგნენ აუდიტორიის წინაშე არგუმენტირებულად დასაბუთებული მოსაზრებებით.
მოსწავლეებმა სიამოვნებით მიიღეს დავალება და გამოთქვეს მზადყოფნა პრეზენტაციის მოსამზადებლად.
პედაგოგი: თამარ ასანიძე- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები