თვითმმართველობის არჩევნები
- 18.10.2023 15:30
სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა,
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ირინა ცქიტიშვილი და XI კლასის მოსწავლე ნიცა ვარამაშვილი.
სკოლის თვითმმართველობას ახალი თავჯდომარე ჰყავს, მოსწავლეთა არჩევანით 2023-2024 სასწავლო წელს სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით IX კლასის მოსწავლე ირინა ცქიტიშვილი დასახელდა.
ვულოცავთ ირინას თვითმმართველობის თავჯდომარეობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები