სკოლა „ ერუდიტში“ გრძელდება არჩევითი საგნის „ მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლება, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსთან/ JAGeorgia“ თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჩამოაყალიბონ ე.წ. „მოსწავლეთა კომპანიები“ და მართვის მაგალითზე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს;

აღნიშნული სწავლების მიზანია:

ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო საფუძვლების შესწავლა მოქმედებაში (პრაქტიკაში);

მოსწავლეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

განათლების მიღების მოტივაცია და საერთო პროფესიული უნარების განვითარების სტიმულირება;

პირობების შექმნა პიროვნული, საქმიანი და ლიდერული თვისებების განვითარებისთვის;

ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა

საგანმანათლებლო პროცესში და სხვა;

მოსწვალეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლა „ერუდიტის“ 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებულმა მოსწავლეთა მინი კომპანია ლუპი.Lupi -ს წარმომადგენლებმა X კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და გაუზიარეს მიღებული გამოცდილება; ისაუბრეს იმ ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ მნიშველობაზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.