V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 14.11.2023 13:11
V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები "იავნანამ რა ჰქმნა?!."
მოსწავლეებმა შეადგინეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი და ცალკეული თემების გეგმა.
დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოთხრობიდან.
ნაწარმოების უკეთ გააზრების მიზნით უყურეს ფილმს.
გამოხატეს ემოციები, იმსჯელეს და ბოლოს შექმნეს "მოთხრობის რუკა".
პედაგოგი: რიტა ჩაკვეტაძე- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები