III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 28.11.2023 10:48
თემა: გეომეტრიული ფიგურები
ტანგრამი გეომეტრიული ობიექტებისაგან შემდგარი თავსატეხია.ერთი კვადრატისგან მიღებული 7 გეომეტრიული ფიგურისგან შესაძლებელია სხვადასხვა სახალისო ფიგურების შედგენა.
III კლასის მოსწავლეებმა ჯერ მაგნიტური ფიგურებისგან შექმნეს მათთვის სასურველი ფიგურები, ხოლო შემდეგ თავად გამოჭრეს ტანგამის გეომეტრიული ფიგურები და შეადგინეს სხვადასხვა ობიექტი.
აღნიშნული დავალების შესრულება ავითარებს:
ვიზუალურ-სიმბოლურ აზროვნებას;
წარმოსახვას;
ყურადღებას;
კომბინატორულ უნარებს;
ფერის,ზომისა და ფორმის აღქმას;
პედაგოგი: ნანა ხაჩიძე- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები