
გრძელდება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.

1 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა 2013 წლის კურსდამთავრებულებთან ფინანსისტ ნუკა მაღლაკელიძესთან და ანიმატორ გიორგი გაბისონიათან.

ნუკამ და გიორგიმ მოსწავლეებს მისცეს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევები თუ როგორ შევარჩიოთ პროფესია.

ნუკამ ისაუბრა Work-life ბალანსზე, თუ როგორ დავაბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება.

გიორგიმ გააცნო თუ როგორ უნდა შევქმნათ მოუშენ დიზაინი-მოძრაობის ილუზია და ეფექტები.

მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით.