XI კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 26.01.2024 11:48
XI კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე კომპიუტერული ტექნოლოგიების desmos.com პროგრამის საშუალებით ააგეს ტრიგონომეტრიული ფუნქციის გრაფიკები, თვალსჩინოება არც ამ ასაკში კარგავს თავის უდიდეს მნიშვნელობას.
მათ შეძლეს გრაფიკულად გადმოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა;
დაადგინეს ტრიგონომეტრიული ფუნქციების განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე, ფუნქციის ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობის შუალედები, ნულები, მოცემულ ინტერვალზე მაქსიმუმის/მინიმუმის წერტილები და შესაბამისი მნიშვნელობები.
პედაგოგი: ირმა ლორია
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები