ლიტერატურული კონკურსი
- 10.11.2021 12:33
სკოლა „ერუდიტის“დირექციისა და სკოლის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, სკოლაში ტარდება კონკურსი:
“ვწერ თავისუფალ თემას“გიზიარებთ კონკურსის დებულების შინაარსს.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
1.კონკურსი ტარდება 2 ტურად და მასში მონაწილეობა შეუძლია ჩვენი სკოლის V-XI კლასების ყველა მოსწავლეს.
პირველ ტურში მონაწილეთაგან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნაშრომებს ,რომელთა ავტორები გადავლენ მეორე ტურში.
კონკურსის პირობები:
1.მონაწილეებს, როგორც პირველ , ისე მეორე ტურში, ეძლევათ 10 სათაური, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა. სათაური შეიძლება შეეხოს: ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ხელოვნებას. თხზულების დასაწერად გამოყოფილია დრო-2 საათი.
წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს ჟიური, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით:
წარმოგიდგენთ თხზულებათა შეფასების კრიტერიუმებს:
1)ზოგადი განათლების მაღალი დონე;
2)ხედვის მრავალფეროვნება;
3)ლოგიკური აზროვნება;
4)წერის კულტურა და სტილი;
5)თემის ორიგინალური გააზრება;
6)თხზულების სტრუქტურა და შიდა ლოგიკური კავშირები
7)მოულოდნელი რაკურსები
8)რაციონალური პარალელები;
კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული. განისაზღვრება პირველი, მეორე და მესამე ადგილები; ასევე სამი „გამორჩეული“(მეოთხე-მეექვსე ადგილები) და ოთხი „წარჩინებული“(მეშვიდე-მეათე ადგილები) მონაწილე.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და დიპლომებით.
კონკურსის საუკეთესო თხზულებას შეარჩევს ჟიური და განთავსდება სკოლის -- ვებ.გვერდზე.
8 ნოემბერს ჩატარდა კონკურსის პირველი ტური.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 32 მოსწავლემ.
პირველი ტურის შემდგომ ჟიურის მიერ შერჩეული 20 თემის ავტორი გადავიდა მომდევნო ტურში.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს!
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები